საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი, ჩოჩხათის მაჟორიტარობის კანდიდატ რეზო კვაჭაძესთან ერთად, სოფელ შრომისუბნის, ჩოჩხათის, გულიანის, ოდილაურის, ჯიხანჯირისა და წიაღობანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე ალექსანდრე სარიშვილმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მან ამომრჩველს ასევე, საარჩევნო პროგრამა და ის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელება მუნიციპალიტეტში და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება.
მოსახლეობის განცხადებით, პირველ რიგში, სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემები უნდა გადაიჭრას და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გატარდეს.
„უპირველესად, საჭიროა თქვენი აქტიურობა და მაქსიმალური ჩართულობა. ყველა პროექტი, რაც თქვენს სოფელში განხორციელდება, თქვენთან იქნება შეთანხმებული. 11 კილომეტრიანი გულიანი-ჩოჩხათის გზის მშენებლობა, სწორედ თქვენი დიდი მონდომებითა და აქტიურობით განხორციელდა“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
ალექსანდრე სარიშვილმა ასევე, განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომისუბანში საჯარო სკოლის მშენებლობა, გულიანის სკოლის კორპუსის რეაბილიტაცია და ამავე სოფელში ევროსტანდარტის შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი. (R)