“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტ გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ამ დროისთვის თოვლის საფარი 5 სანტიმეტრია. პირველ თოვლს არანაირი პრობლემები არ შეუქმნია კურორტზე. ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ უფროსი სპეციალისტის ზურაბ ჩხარტიშვილის ინფორმაციით, გომისმთაზე ამ ეტაპზე 30 ადამიანი იმყოფება.
“გუშინ ჩამოვედი მთიდან და არანაირი პრობლემა არ შეუქმნია ახალ მოსულ თოვლს. მთაზე არიან დამსვენებლები და ასევე ის ხალხი, რომ წყლის სამუშაოებით არიან დაკავებულები“, _ გვითხრა ზურაბ ჩხარტიშვილმა.