ვატიკანის ხაზინადარი, კარდინალი ჯორჯ პელი ავსტრალიაში სასამართლოს წინაშე თავდასაცავად მარტში წარსდგება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მაუწყებლის ინფორმაციით, კარდინალი დანაშაულის ჩადენას უარყოფს. მისი ადვოკატის თქმით, სასულიერო პირი ბრალდებებს არ აღიარებს.
გავრცელებული ცნობით, მოწმის სახით ჩვენება შესაძლოა 50-ზე მეტმა ადამიანმა მისცეს.
ამავე თემაზე:
კარდინალი პელი ბრალდებებს არ აღიარებს
ვატიკანის მორიგი სკანდალი – რაში ადანაშაულებენ ერთ-ერთ კარდინალს