ოზურგეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობა ჯერ კიდევ გაუხსნელია _ 28 წლის ირაკლი ტარიელაძე საკუთარ სახლში, ჭიშკართან მოკლეს.
ოჯახის წევრები სავარაუდო დამნაშავეებს ასახელებენ, თუმცა, მათივე თქმით, სამართალდამცავებს არც ერთი მათგანი არ დაუკავებია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, დღეს ირაკლი ტარიელაძის ოჯახის ახლობლებმა ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები მედიასთან საუბარში აღნიშნავენ, მათ მიერ დასახელებული პირები მოკლულ ირაკლი ტარიელაძეს რამდენიმე წელია, ემუქრებოდნენ და ავიწროებდნენ.