გურიაში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. წვიმას თან ძლიერი ქარის ახლავს, რის გამოც გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში ათობით საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადამძვრალი.
დატბორილია ცენტრალური და შიდა საუბნო გზები _ ქუჩებში ნიაღვარი მოდის და უმეტეს სოფლებში გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.
განადგურებულია საყანე ფართობები და სავარგულები.
დახოცილია შინაური ფრინველი.
50-მდე ოჯახს პირველი სართულები დაეტბორათ.
მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო შტაბები. ამ დროის მონაცემებით ზარალის ოდენობა მთელი გურიის მასშტაბით 3 მილიონს აღწევს.