ჩოხატაურში, ადიდებულმა მდინარე სუფსამ, რომელიც კალაპოტიდან არის გადმოსული, წყლის მთავარი სადგური სრულად დატბორა, რის გამოც ჩოხატაურს წყლის მიწოდება აქვს შეწყვეტილი.
სპეციალისტების თქმით, წყლის დონის დაწევამდე ქსელის გამართვა ვერ მოხდება. ამ წუთებში სადგურზე ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.