ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ახალაშენებულ ბაღში წყალი შევიდა.
როგორც გვითხრეს, პირველი სართულის კედლები დასველებულია.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილის მარინა ცინცაძის ინფორმაციით, სამზარეულოში წყალი, სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდა:
_ მე პირადად ვიყავი ბაღში. სახურავიდან არ არის ჩამოსული წყალი, თუმცა, დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ, საიდან შევიდა.
პირველ სართულზეა კედლები სველი. ისეთი მდგომარეობა არ არის, რომ სასწავლო პროცესი შეწყდეს. ამ წუთებში 8 ბავშვია ბაღში და თუ რაიმე საგნაგაშო იქნება, მშობლებს შეატყობინებენ, _ გვითხრა ცინცაძემ