ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში 4 ადგილზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეჩერდა.
გამგებლის მოადგილის თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, კომპანიამ, რომელიც სურების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, გზის გაწმენდა უკვე დაიწყო და დამეწყრილი მონაკვეთები რამდენიმე საათში სრულად გაიწმინდება.