„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში, ზვანის #3 საჯარო სკოლაში, განთავსებულ საარჩევნო უბანზე, წუხელ, გვიან ღამით ხმაური იყო.
როგორც გვითხრეს, ინციდენტი საარჩევნო უბანზე დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. უცხო პირებმა, ხმების დათვლის პროცესის ჩაშლის მიზნით, საარჩევნო უბნის დარბევა სცადეს.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა შსს პრესსამსახურს, საიდანაც გვაცნობეს, რომ მესამე საჯარო სკოლაში აერეულობასთან დაკავშირებით მართლაც მოხდა პოლიციის გამოძახება, თუმცა პრესსამსახურის თქმით, კომისიის თავმჯდომარემ სამართალდამცავებს განუმარტა, რომ უბანზე სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.