„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს, კახა ასკურავას, რომელიც 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიულ სიას ლიდერობდა და ლანჩხუთის მერობისთვისაც იბრძოდა, ჯერჯერობით, არ მიუღია გადაწყვეტილება მომავალ საკრებულოში შესვლასთან დაკავშირებით.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახა ასკურავა პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას გეგმავს.
თავად ასკურავა “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მალე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.