ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ “როზმარინი ათბობდა ადამიანს შიგნიდან”, გამოჰყავდა ის დეპრესიიდან, კურნავდა როგორც სულს, ისე სხეულს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. სჯეროდათ, რომ როზმარინის ზეთს შეეძლო განეკურნა ისეთი ორგანოები, როგორიცაა ღვიძლი, თირკმლები, ტვინი, გული.
თანამედროვე მედიცინა დღესაც აქტიურად იყენებს როზმარინს სამკურნალოდ. მისგან ამზადებენ ჩაის, ნაყენს, მალამოებს და სხვა სამკურნალო პრეპარატებს.
როზმარინის ზეთს იყენებენ მენსტრუალური ციკლის დარღვევის, ნაღვლის ბუშტის, ნაწლავების, ღვიძლის, თირკმლებისა და გულის დაავადების დროს.
თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად როზმარინის თბილი ზეთი შეიზილეთ თმის ძირებში (4 წვეთი 10 მლ). როზმარინის ზეთით რეგულარული თავის კანის მასაჟი ხელს უშლის თმის ნაადრევად გაჭაღარავებას, ქერტლის წარმოქმნას.
თავისა და კუნთების ტკივილის, რევმატიზმისა და ართრიტის დროს მტკივნეული ადგილები დაიზილეთ როზმარინის ზეთით.
ალერგიის, ანგინის, გაცივებისა და გრიპის დროს როზმარინის ზეთის ინჰალაცია აიოლებს სუნთქვას.
როზმარინის ზეთი ანტისეპტიკურია და ასთმის დროს ძალიან ეფექტიანად ხსნის სპაზმებს.
დაღლილობისა და დეპრესიის დროს დაყნოსეთ როზმარინის ზეთი, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, მატებს ენერგიას, აუმჯობესებს მეხსიერებას.