დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელები, რომელთა სასამართლო პროცესი ამ წუთებში გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობა, ბრალს არ აღიარებენ.
ადვოკატი ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ ბრალდებული პოლიციელები _ სადაღაშვილი და რუსიშვილი დავალებას ასრულებდნენ, რომელიც ათმეთაურისგან, ხაბელაშვილისგან მიიღეს და მათ მიმართ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.
საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში შეუჩერდათ, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, ბექა ხახუბია 17 მაისს დაიღუპა.