თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თამაზ მეჭიაური ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თიანეთის მერის თანამდებობას დაიკავებს.
თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება, რომელიც 4-მა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.