ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.5612 იქნება.
დღეს არსებული კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ფასი 2.5496 ლარი იყო.
მცირედით გამყარდა ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 ოქტომბერს ერთი ევროს ღირებულება 2.9766 ლარი იქნება.
27 ოქტომბერს ერთი ევროს ფასი 3.0111 ლარი იყო.