გარემოს ეროვნული საააგენტოს ინფორმაციით, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მთაში _ თოვლი, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა; ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.