ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში უამინდობას ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, უამინდობის შედეგად გერმანიაში, პოლონეთში და ჩეხეთის რესპუბლიკაში სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის პოლონეთისა და ჩეხეთის ათასობით მოქალაქეს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
მაუწყებლის ცნობით, გერმანიაში ქალაქ ჰამბურგის ცენტრი დაიტბორა.
გარდა ამისა, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.
როგორც ცნობილია, სარკინიგზო ხაზი ჩეხეთის რესპუბლიკაშიც დაზიანდა.