ჰოლივუდის მსახიობს, დასტინ ჰოფმანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა 30 წლის წინ მოხდა.
როგორც ცნობილია, ანა გრაჰემ ჰანტერი 1985 წლის დღიურების ამონაწერით ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჰოფმანი მისი მისამართით ვულგარულად ხუმრობდა.
გავრცელებული ცნობით, მაშინ ჰანტერი 17 წლის იყო და პროდიუსერის ასისტენტად მუშაობდა ფილმზე „სიკვდილის გამყიდველი“.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჰოფმანი ბოდიშს იხდის თუ რამე ისეთი გააკეთა, რითაც გოგონა არასასიამოვნო სიტუაციაში ჩააგდო.