“ჩემი ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზეა გამომძიებლებთან, რომლებიც თავდასხმას და იმ ცხოველს სწავლობენ, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა. დღეიდან ვიწყებ მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამის შეწყვეტის პროცესს. ვაპირებ, კონგრესს მივმართო, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა,“- განაცხადა ტრამპმა.
უზბეკმა მიგრანტმა დუმილის უფლება არ გამოიყენა და სხდომაზე ღიად ისაუბრა დანაშაულზე, რომელიც ნიუ იორკის ცენტრში ჰელოუინის დღესასწაულზე ჩაიდინა. მისი თქმით, ის ბრუკლინის ხიდამდე მისვლას და რაც შეიძლება მეტი ადამიანის გატანას გეგმავდა.
ნიუ-იორკის ტერაქტში ბრალდებული აშშ-ში მწვანე ბარათის გათამაშებით მოხვდა.
სამართალდამცველებმა მანქანაში, რომლითაც საიპოვმა მანჰეტენზე ხალხს გადაუარა და 8 მათგანი იმსხვერპლა, ცივი იარაღი და არაბულ ენაზე გაკეთებული ჩანაწერიც იპოვეს. გამომძიებლებმა თავდამსხმელის მობილურში ISIS-ის 90-მდე ვიდეოც აღმოაჩინეს.