შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გურიის სამაშველო-სახანძრო დანაყოფის მაშველებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე ექვსი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
“6 ადამიანს აღმოუჩინეს დახმარება. დიდთოვლობის გამო ვერ მოახერხეს უკან დაბრუნება. თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა. მაშველების გამოძახების შემდეგ მოხერხდა ადამიანების გამოყვანა მთიდან“, _ გვითხრა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფიო კობაიძემ.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გომისმთაზე ქობულეთის სატყეოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მანქანების გამოყვანა.