„სტოკ სიტის“ ყოფილი მცველი, დიონატან ტეიშეირა 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის დაღუპვის მიზეზი გულის შეტევა გახდა.
როგორც ცნობილია, „სტოკ სიტის“ გარდა ტეიშეირა „კოშიჩეში“, შერიფში“, „სლოვენ ბრატისლავაში“ თამაშობდა.