ვიეტნამში შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაიკარგა.
გარდა ამისა, 2 000 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, 80 000 კი დაზიანდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, გასულ თვეს ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე: