სამხრეთ-დასავლეთ აზიაში გავრცელებული ე.წ. “ქერცლფრთიანთა ოჯახის პეპელა, რომელიც ძალიან წააგავს გამხმარ ფოთოლს, პეპლების ჩემპიონია: იგი ფრენისას 50 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს!
საინტერესო კი ისაა, რომ ასევე განსაკუთრებული მიმიკრიითაა გამორჩეული მისი მატლიც, რომელსაც მტრის შესაშინებლად გველის გარეგნობა აქვს მიღებული – სხეულის წინა ნაწილში მატლს აქვს თითქოსდა ქერცლით დაფარული ცრუ გველის თავი, მრგვალი “თვალები”.
თუ მოწინააღმდეგე მაინც არ შეშინდა, მატლი კუჭიდან მტერს მყრალ და თან შხამიან შიგთავსსაც ასხურებს! ასეთი “მასპინძლობის” შემდეგ, “დელიკატესის” შესანსვლის სურვილი მტერს უცებ უქრება.