ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა დარბაზში. სამართალდამცველებმა გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
თავად ბრალდებულს გამამართლებელი განაჩენის იმედი ჰქონდა. ის აცხადებდა, რომ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება – მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.