“გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება _ წერტილი,” _ წერს სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ონიანი “გაუძელბს”
“გოგას “კმარას” დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს. სოლიდარობა მას და მის ოჯახს.
მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა _ პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ “რაზბორკაში” გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ!
პ.ს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში თავისიან-სხვისიანათ მას უბრახუნებდა,” _ წერს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ონიანი სასამართლომ დღეს დამნაშავედ სცნო და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლის აეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ დაკვეთად შეაფასეს “ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ონიანი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის “ენმ”-ის წევრი.
“გოგა ონიანი დღეს არის დაკავებული იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო კვაზი ოპოზიციური პარტიის წევრი, გოგა ონიანი რომ გადასულიყო პირდაპირ გეუბნებით, დღეს „ევროპულ საქართველოში“, გოგა ონიანი დღეს დაკავებული არ იქნებოდა. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას თანამებრძოლი, დათო კეზერაშვილის თანამებრძოლი, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, რომლებიც გამოვლენ ახლა და დაიწყებენ, როგორ წუხან თურმე, ეს ადამიანი დღეს დაკავებული არ იქნებოდა,” – განაცხადა ნიკა მელიამ.