“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგალავას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მან ნიკა მელია “შევარდნაძის დროინდელ” ჩინოვნკის თენგიზ ჯგუშიას შეადარა და აღნიშნა, რომ “იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში თავისიან-სხვისიანათ მას უბრახუნებდა”, თენგიზ ჯგუშიამ სოციალურ ქსელშივე უპასუხა:
“შე ბიძინას მონავ და ქრონიკულო გამყიდველო…
შენს სულიერ მამებს, ჟვანია-სააკაშვილების ეპოქიდან მიწასთან რომ ვასწორებდი სამეგრელოშიც და აქაც, ახლა კი ბიძინას მონად რომ ჰყავხარ მთელ საქართველოს შერაცხული ჩემი ჩათვლით, ალბათ, ამაზე ხარ დაბოღმილი.
ერთი “ჭ” კლასის ვაი ჟურნალისტი იყავი იმ წლებში და კუდში დამდევდი ინტერვიუსთვის. მერე სამეგრელოში, დაუმსახურებლად და სამარცხვინოდ, გუბერნატორად ჩამობლაყუნებული, ზუგდიდში, გაჭირვებული ხალხის პირუტყვს (ძირითადად ღორებს) დასდევდი და ხოცავდი ავტომატით ხელში, შე სულით და ხორცით ღორო!
სწორედ იმ დღეებში, იმ გუბერნიის წინ, სადაც ვითომ ,,სამეგრელოდან დაწყებული” რევოლუციის გასაპრავებლად ჩამოთრეული ეგდე შე დონდლო, სახალხოდ ამოგიტრიალეთ ყველაფერი მე და ჩემმა ცხონებულმა ძმამ, მაგრამ ჩირგვებში შეძვერი, როგორც ყოველთვის.
ჩემი ღირსება ყოველთვის დამიცავს კაცურად და სიმართლით.
თუ სადმე, ვინმეს, ავაზაკურად, არაკაცურად, შენსავით ბო…-ურად რამე მიუქარავს ჩემთან მიმართებაში, ყოველთვის თითოეულს და ყველას უზღვიათ ,,კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ ..”
გოგა ონიანის ოჯახთან მირონობა და ნათესაობა მაკავშირებს, შე რწმენისგან და ყველანაირი ადამიანურად ფასეულისგან დაცლილო მონავ და შენი პოლიტიკური ავანტიურიზმით ნასაზრდოები ,,გულისტკივილისგან” განსხვავებით, მე და ჩემი ოჯახის მთელი ცხოვრება საკუთარი ტკივილით გვტკივა ონიანების ოჯახის ნებისმიერი ტკივილი და უსიამოვნება…
ამას ვერ გა- “კმარ”-ებ, ჯერ სადა ხარ, შე “კმარა-ს” ნაბი…ვარო …
მომავალ შეხვედრ-ებ- ამდე!!!” _ წერს ჯგუშია.