იაპონიაში სასამართლომ 70 წლის ქალს მეუღლის და კიდევ 2 ყოფილი პარტნიორის მკვლელობის და მეოთხე ადამიანის მკვლელობის მცდელობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას FOX NEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მან აღნიშნული დანაშაულები 2007-2013 წლებში ჩაიდინა და 8 მილიონზე მეტი დოლარის შეგროვება შეძლო.
როგორც ცნობილია, სასამართლომ ადვოკატების არგუმენტი, რომ ბრალდებული გონებაჩლუნგია, უარყო.