გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა გია გოგუაძემ, რომელიც გასულ თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიული სიის მესამე ნომერი იყო. თავად გოგუაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას არ ადასტურებს პარტიიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ნაციონალური მოძრაობა“ არ დამიტოვებია, აღმასრულებელი მდივნის პოსტიდან გადავდექი“, _ ამბობს მუნიციპალიტეტის ყოფილი პირველი პირი, რომელიც თვლის, რომ პარტიაში სიახლეა საჭირო და ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება.
„მოწყინდათ ძველი სახეები, სიახლეა საჭირო“, _ გვითხრა გოგუაძემ.