ტეხასში, ბაპტისტურ ტაძარში 26 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დევინ კელი 2012 წელს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან იყო გაქცეული. აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დევინ კელი ახალ მექსიკაში ჰოლამანის საჰაერო ბაზაზე მსახურობდა და მას სამხედრო დანაშაულში ედებოდა ბრალი.
როგორც საჰაერო ძალებში აცხადებენ, კელი საფრთხეს წარმოადგენდა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის.
ამავე თემაზე: