https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შავაძეების საქმე – რატომ არ დადის ოთხი და-ძმა სკოლაში

13:11; 9.11.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, შავაძეების ოჯახში მცხოვრები ოთხი ბავშვი თითქმის ორი წელია, სკოლაში აღარ დადიან და ზოგადი განათლების მიღების გარეშე რჩებიან.

 “ბავშვებს არ აქვთ სურვილი, წავიდნენ სკოლაში, რადგან ბევრი დამცირება და შეურაცხყოფა მიაყენეს“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ბავშვების მამა ამირან შავაძე.

“ყველაფერი განათლების სამინისტროში გაგზავნილ დისკს მოჰყვა; მასზე ჩაწერილ ვიდეომასალაში ჩანდა, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი სკოლაში. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვიდეო ჩემი შვილების მიერ იყო გადაღებული, რაც სიცრუეა და ეს ყველამ კარგად იცის. განათლების სამინისტრომ დირექტორობიდან გაათავისუფლა სპარტაკ გოგიტიძე და ამის შემდეგ დაიწყო დიდი კამპანია ჩემი ოჯახის წინაააღმდეგ. ჩემს შვილებს “ჩამშვებებს“ უწოდებდნენ, რამდენჯერმე სცემეს კიდეც და ამიტომ, ჯერ ორი შვილი გამოვიყვანე სკოლიდან, შემდეგ _ ორი. თითქმის ორი წელი გადის, სკოლაში არ დადიან და აქამდე ვერ ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება. სხვამ გადაიღო ის ვიდეო და გაარკვიონ კარგად.

პედაგოგებმა _ თამარ პატეიშვილმა და სპარტაკ გოგიტიძემ ბავშვებს უთხრეს, რომ “შავაძეები “ჩამშვებები“ არიან, ვიდეოებს იღებენ და მამამის აწვდიანო. ვითხოვ, სპარტაკ გოგიტიძისა და თამარ პატეიშვილის გათავისუფლებას! მხოლოდ ამის მერე წავლენ ჩემი შვილები სკოლაში. ბავშვებს იმის შიში აქვს, რომ ვინმემ რამე არ დაუშავოს. ასევე, ვითხოვთ, რომ სკოლა აღიჭურვოს ვიდეოთვალით და ყველაფერი ფიქსირდებოდეს.

სპარტაკ გოგიტიძის მოხსნას მოყვა დიდი აქცია ნასაკირალში, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს და სამართალი სად არის?! გვცემეს და კიდევ ჩვენ დაგვაჯარიმეს! ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. სწორედ პატეიშვილმა და გოგიტიძემ აამხედრეს აქციაზე ბავშვები და გამოიყვანეს გარეთ. ამას დაემატა დისკის ამბავი, რომელიც ზემოთ გესაუბრეთ და ამ ფაქტის შემდეგ, ჩემი შვილები არ იყვნენ დაცულნი ნასაკირალის სკოლაში და ამიტომაც აღარ დადიან… განათლების სამინისტროს დისკი არ უნდა დაებრუნებინა უკან _ ნასაკირალის საჯარო სკოლაში, რადგან სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია უფრო მეტად და დაზარალდნენ ჩემი შვილები. კარგი მოსწავლეები იყვნენ,  გვიხაროდა, რომ სახლში დიპლომებით და სიგელებით მოდიოდნენ, მაგრამ…“ _ ამბობს ამირან შავაძე ჩვენთან საუბრისას.

“შიშის მომენტი გვაქვს, რომ “ჩამშვებები“ არ დაგვიძახონ ან კიდევ შეურაცხყოფა არ მოგვაყენონ. ძნელია სკოლის გარეშე,  მაგრამ სხვა გზა არ არსებობს ამ ეტაპზე. დიდი ხანია, სკოლაში არ დავდივართ და არავის მოუკითხავს სკოლიდან.… ამით ყველაფერია ნათქვამი…. ყოველდღე გვაქვს იმის იმედი, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება, მაგრამ, არაფერია სიახლე“, _ ამბობენ თავად ბავშვები.

რატომ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორს სპარტაკ გოგიტიძეს  შრომითი ურთიერთობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების (ბრძანება #1|კ 595 30.09.2015წ.) შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, შეუწყდა.

ამირან შავაძემ სახალხო დამცველს ოზურგეთში ყოფნის დროს უამბო, რომ “ნასაკირალის საჯარო სკოლაში განუკითხაობაა. მე და ჩემი ძმა ვიყავით სამეურვეო საბჭოს წევრები, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ახლა არც ერთი არ ვართ. ორი წლის შემდეგ გაახსენდათ სკოლაში, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები ერთი ოჯახის წარმომადგენლები არ უნდა ყოფილიყვნენ. ეს მაშინ მოხდა, როდესაც სკოლის დირექტორის მიმართ, როგორც მშობლებს, პრეტენზია გაგვიჩნდა. რა არ ხდებოდა ჩვენს სკოლაში _ გაკვეთილები ცდებოდა, სხვა სკოლიდან მოდიოდნენ ბავშვები და მიდიოდა საქმის გარჩევები. გაკვეთილის დროს მოსწავლეები ფანჯრის რაფებზე იყვნენ შემომსხდარნი. როდესაც ამის შესახებ განვაცხადე პედაგოგებთან, მითხრეს, შენი საქმე არ არისო. მართვის მოწმობა არ გააჩნიათ იმ მძღოლებს, რომლებსაც ბავშვები გადაჰყავთ სკოლაში.“

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა დაბა ნასაკირალში _ აქციების მონაწილეები სპარტაკ გოგიტიძის აღდგენას ითხოვდნენ. ამ დრომდე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცეცხლაძეა, გოგიტიძე კი ისტორიის პედაგოგად რჩება.

სპარტაკ გოგიტიძემ სამინისტროს გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. მოგვიანებით, განათლების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

“სკოლის ყოფილი დირექტორი სპარტაკ გოგიტიძე, სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ამჟამად გათავისუფლებულია და საქმეს  ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს“, _ გვითხრეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

შავაძეები ყოფილი დირექტორის და ასევე პედაგოგ თამარ პატეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

პედაგოგი თამარ პატეიშვილი ამბობს, რომ “ყველაფერი გარკვეულია“ და მას არ სურს საუბარი: “არაფერი ჩამიდენია; მე რა უნდა ვამტკიცო, ყველაფერი ცნობილია. ვისი დავალებით ბრძანდებით?!“_ გვითხრა ქალბატონი თამარ პატეიშვილმა.

_  ქალბატონო თამარ, გვაინტერესებს, რა მოხდა სინამდვილეში და ამის გასარკვევად მოვედით თქვენთან...

_ ახლა რა ხდება? რამდენი წელი უნდა იყოს ეს საქმე აქტიური?

_ ვიდრე პრობლემა არ მოგვარდება...

_ მეც ამის მომხრე ვარ. არაფერ შუაში ვარ.…

_ როგორც პედაგოგი, დაინტერესდით თუ არა, რატომ არ დადიან ბავშვები სკოლაში?

_  მე ორ ბავშვს ვასწავლიდი და დანარჩენი ორი რატომ დასაჯა მამამ და რატომ არ უშვებდა სკოლაში ეს მოიკვლიეთ? ის ორი ბავშვი მანამდე დააჯინეს სახლში, სანამ დიდებს დასვამდნენ… რატომ ვარ მე “პროგრამაში“? ბოდიშს გიხდით, მაგრამ აღარ მსურს საუბარი. ნამდვილად არაფერი დამიშავებია,“_ გვითხრა პატეიშვილმა.

“გურია ნიუსი“ შავაძეების თანაკლასელების ერთ ნაწილსაც შეხვდა.

“არანარი პრობლემა არ გვაქვს შავაძეებთან. ძალიან გაგვიხარდება მათი დაბრუნება. ისინი ნიჭიერი და კარგი მოსწავლეები არიან,“ _  ამბობენ მოზარდები.

ნასაკირალის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და ახლა – პედაგოგი სპარტაკ გოგიტიძე  შავაძეების საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

“დაჩოქებამდეც კი მიდგა საქმე“

ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცეცხლაძე ამბობს, რომ ბავშვებს სკოლაში დაბრუნების შემთხვევაში, არავითარი პრობლემა არ ექნებათ.

_ ვფიქრობ, მთლიანად ამოწურულია ეს თემა. დიახ, განათლების სამინისტროში ყველა საბუთი გაგზავნილია, სახალხო დამცველის მოკვლევა დაწერილია, სოციალური მომსახურების სამსახურმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვები სკოლაში დაბრუნებულიყვნენ. ახლა რა ხდება არ ვიცი, ორი წლის შემდეგ რატომ გააქტიურდა ეს თემა….

_ ბატონო ზაზა, თქვენი აზრით, როცა ოთხი ბავშვი სკოლაში არ დადის, საკითხი ამოწურულია?

_ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვები მოსულიყვნენ სკოლაში. მარტო ჩვენი სკოლა კი არა, ყველანი ჩაერთვნენ, ვისაც ეხებოდა. აქ მოძალადედ გამოიკვეთა მშობელი.

_ ორი წლის განმავლობაში ნახეთ თუ არა ბავშვები და ესაუბრეთ თუ არა მათ დაბრუნებულიყვნენ სკოლაში?

_ არაერთი, უამრავი შემთხვევა იყო, რომ ბავშვები გამოეშვათ სკოლაში. მეტსაც გეტყვით  _ დაჩოქებამდეც კი მიდგა საქმე, რომ ბავშვები მოსულიყვნენ ჩვენთან და განათლება მიეღოთ.

_ რა არის მოუსვლელობის მიზეზი, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

_ ბავშვები არაფერს აცხადებენ, მშობელი ამბობს, რომ მის შვილებს ავიწროვებენ სკოლაში, სცემენ. საგანმანათლებლო რესურსცენტრი, განათლების სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, სახალხო დამცველი იყო ჩართული და რომ რამე ფაქტები ყოფილიყო, ვინ გაგვაჩარებდა ჩვენ, იქნებ მითხრათ?!

_ ყოფილი სკოლის დირექტორი ხომ გაათავისუფლეს?

_ ის სულ სხვა თემა იყო. თურქეთში გადავიდნენ სკოლის მძღოლები და საჩივარი შეიტანეს…

_ ბატონმა ამირან შავაძემ შეიტანა, როგორც ცნობილია…

_ დიახ, შეისწავლეს ეს საქმე და სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, – ამბობს ცეცხლაძე.

როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, შავაძეებს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შესთავაზეს, რომ მელექედურის საჯარო სკოლაში გაეგრძელებინათ სწავლა და მათი გადაყვანა სოფელ მელექედურამდე სასკოლო ავტობუსით მოხდებოდა.

“სპარტაკ გოგიტიძე მელექედურიდანაა და იქ ვერ გადავიყვან ბავშვებს. ასეთი მაგარი პედაგოგი თუა, გადაიყვანონ ქალაქის ან სხვა სკოლაში, დააწინაურონ. ის პედაგოგები გადაიყვანონ მელექედურის სკოლაში და ჩვენი შვილები წავლენ ნასაკირალის სკოლაში,“ _ ასეთი პასუხი აქვს ამ შეთავაზებაზე ამირან შავაძეს.

შავაძეები არ ადასტურებენ, რომ ნასაკირალის სკოლის დირექტორი და პედაგოგები მათთან იყვნენ მისულები და ბავშვებს სკოლაში დაბრუნებას თხოვდნენ: “არავინ არ იყო ჩვენთან მოსული. მათ ჩემს შვილებს წაართვეს ბავშვობა,“ _ თქვა“გურია ნიუსთან“ საუბრისას სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების მამამ.

ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე: _ ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და გამოიკვეთა, რომ ბავშვები არ იყვნენ ზოგადი განათლების მიღების პროცესში, რაც ბავშვის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი სახეა. ამიტომ, სოციალურ სააგენტოს რეკომენდაციით მივმართეთ, რომ გაეტარებინა ყველა შესაბამისი ღონისძიება; ასევე, სიღრმისეულად შესწავლილიყო მათი უფლებების დარღვევის ფაქტი. სოციალური მომსახურების სააგენტომ გვაცნობა, რომ ინფორმირებული არიან ამ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს პერიოდში გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, თუმცა, სამწუხაროდ, ბავშვები მაინც ვერ იღებენ განათლებას. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მომსახურების სააგენტომ გაატაროს ყველა შესაბამისი ღონისძიება და ბავშვები კვლავ დაუბრუნდნენ სკოლას.

რა მოიკვლია სოციალურმა სააგენტომ

ვანო გოგოლაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე: “ 2015 წლის 8 აპრილს, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მოგვმართა დაბა ნასაკირალში მცხოვრებმა ამირან შავაძემ და განაცხადა,  რომ ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი, რომლებსაც არ გაუშვებდა სკოლაში დირექტორთან, სპარტაკ გოგიტიძესთან კონფლიქტის გამო. კონფლიქტის მიზეზი იყო ამირან შავაძის გათავისუფლება სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან და სასკოლო ავტობუსის მძღოლობიდან (ამ პერიოდში, ამირანი პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო).  მასვე ჰქონდა პრეტენზია, რომ მისი შვილების აკადემიური მოსწრება არ ფასდებოდა ობიექტურად და ბავშვებს პედაგოგები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.  აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალური სამსახურის ინიციატივით, ჩატარდა კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ რესურცენტრის უფროსი, სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, სოცმუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი, ნასაკირალის სკოლის დირექტორი, მასწავლებელები, სოფლის გამგებელი და თავად ბენეფიციარი. კონფერენციაზე დაიგეგმა, რომ სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგი და რესურცენტრის ხელმძღვანელი, მომდევნო დღეს წავიდოდნენ სკოლაში ბავშვებთან ერთად და დააკვირდებოდნენ სასწავლო პროცესს. მომდევნო დილით შეთანხმება ჩაიშალა ამირანისა და მისი უფროსი შვილის წინააღმდეგობის გამო. ოჯახში მისულმა ფსიქოლოგმა დააფიქსირა, რომ ბავშვები იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი მამის მხრიდან და მამა ბავშვებს იყენებდა მისი მიზნების გასახორციელებლად, რაც მდგომარეობდა სკოლის დირექტორის და რამდენიმე მასწავლებლის სამსახურიდან განთავისუფლებაში.

2015 წლის ნოემბრიდან, სპარტაკ გოგიტიძის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ბავშვების მიმართ აღდგა სასწავლო პროცესი, თუმცა 2016 წლის აპრილიდან, იმ მოტივით, რომ ბავშვები არიან ბულინგის მსხვერპლნი, ამირანმა კვლავ შეაწყვეტინა ბავშვებს სასწავლო პროცესი. ამჯერად, პროცესში ჩაერთო სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი, რომელთა დასკვნით, ბულინგი არ დადასტურდა. ამის გამო, ამირანმა აცილება მისცა სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს, იურისტს. ამირან შავაძის მოთხოვნის საფუძველზე, ბავშვებთან მუშაობის მიზნით, მოვიწვიეთ იმერეთის რეგიონის ფსიქოლოგი, რომლის დასკვნით, ბავშვები იყვნენ მამის მხრიდან ფსიქოემოციური ძალადობის მსხვერპლნი და ის იყენებდა ბავშვებს პირადი მიზნებისთვის. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ბავშვების ძალადობრივ გარემოში დატოვება, ასევე, არის ძალადობა. 2016 წლის სექტემბრიდან, ბავშვებს არ უვლიათ სკოლაში და დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვთ მოსწავლის სტატუსი. სტატუსის აღსადგენად მშობელს უნდა მიემართა რესურსცენტრისათვის, მაგრამ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა (როგორც სოციალური სამსახურის, ასევე ჩვენი ინიციატივით სხვადასხვა უწყებების თუ უფლებამოსილი პირების მხრიდან), ამირანმა ეს არ გააკეთა. ასევე, არ დაგვთანხმდა ავტობუსის მომსახურების პირობით ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანაზე, შინ სწავლების პროგრამაში ჩართვაზე, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით განცხადების დაწერაზე.

ამირანს არაერთხელ განემარტა,  რომ ბავშვების სკოლაში არგაშვების შემთხვევაში, ირღვეოდა ბავშვების უფლება – ბავშვთა უფლებათა კონვენციის მიხედვით ბავშვს აქვს განათლების უფლება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მშობლების უფლებების და მოვალეობები შვილების მიმართ მუხლი 1198) მიხედვით, ,,მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, სოციალური განვითარებისთვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად“. 

მათი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მშობელი ვალდებულია, ბავშვი უზრუნველყოს სათანადო განათლებით, ხოლო მამის მხრიდან პრინციპული ქმედება შვილების მიმართ (სკოლაში გაშვებაზე უარის თქმა) ცუდ გავლენას იქონიებს ბავშვების ფსიქიკაზე, განვითარებაზე და ინტელექტზე.

2017 წლის 7 აპრილს, სოციალური სამსახურის ინიციატივით, გახორციელდა შეხვედრა ნასაკირალის საჯარო სკოლაში,  რომელსაც ესწრებოდნენ ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსი, იურისტი, ამავე სკოლის პედაგოგები, სოფლის დეპუტატი, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე _ მეურვეობა მზურნველობის გურიის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, ფსიქოლოგი და სოცმუშაკი. მოხდა გასაუბრება სკოლის მოსწავლეებთან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ ურთიერთობა ჰქონოდათ და-ძმა შავაძეებთან და სურვილი ჰქონდათ, ისინი დაბრუნებოდნენ სასწავლო პროცესს. ასევე, პედაგოგებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ გვერდში დადგომოდნენ ბავშვებს და აღედგინათ სასწავლო პროცესი. დაიგეგმა, რომ სოფლის დეპუტატი იმუშავებდა ამირან შავაძესთან და მისი ოჯახის წევრებთან, პედაგოგები კი ეცდებოდნენ აღედგინათ ურთიერთობა ბავშვებთან, ერთიანი ძალებით სკოლა და თემი იმუშავებდა ბავშვებისათვის სწორად დაენახვებინათ მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენები და დახმარებოდნენ ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობის აღდგენაში, სასწავლო პროგრამის დაძლევაში.

პრობლემის მოსაგვარებლად, დღეის მდგომარეობით, საქმეში ჩართულია რესურსცენტრი, პოლიცია, სოფლის ხელმძღვანელობა, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, არასამთავრობო სექტორი. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, შავაძეების ოჯახში მივიდა და გარკვეული ღონისძიებები დასახა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა“.

სალომე ჭიჭინაძე, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სოციალური მიმართულების მენეჯერი ამბობს, რომ “შავაძეების ოჯახი უკვე მესამე წელია დგას არაერთი გამოწვევის წინაშე _ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოჯახი საკუთარ და გარემომცველ თემებში სტიგმატიზებულია, რაც ზღუდავს ოჯახის წევრების სრულფასოვანი სოციალიზაციის პროცესს.

ამგვარი არაპოზიტიური დამოკიდებულებები გახდა ოჯახის არასრულწლოვანი შვილების ზოგადსაგანმანათლებლო პროცესიდან გათიშვის მიზეზი. სკოლის სივრცეში, ბავშვების ღირსების შელახვის ფაქტების შესწავლა-შეფასება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არ მოახდინა, რითაც ბავშვებს, მათ მშობლებს გაუჩინა უსამართლობისა და მიკერძოებული დამოკიდებულების განცდა. 

ამასთან, სავარაუდოდ, გაუარესდა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაც, ვინაიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გახორციელებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გეგმიური გადამოწმების შედეგად, ოჯახს მოეხსნა სოციალური შემწეობის თანხა; ასევე, მოეხსნა თვითმმართველობის მიერ ადმინისტრირებული სოციალური პროგრამიდან მრავალშვილიანობის პროგრამით განსაზღვრული დახმარება. მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, ბავშვების მამას მოეხსნა ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, რის გამოც ვეღარ იღებს სოციალური პაკეტით განსაზღვრულ თანხას.

ბავშვები დღესაც მოწყვეტილნი არიან საგანმანათლებლო პროცესს. მიუხედავად ცალკეული სტრუქტურების, ასევე მაჟორიტარი დეპუტატის მცდელობისა, ბავშვებს არ სურთ სკოლაში დაბრუნება, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ იქ მათი უსაფრთხოება არ იქნება დაცული.

მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ ოჯახს არ აქვს ნდობა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ; შესაბამისად, არ ხდება არსებულ წინააღმდეგობებზე თანამშრომლობის ფორმატში მუშაობა და ეტაპობრივად მათი გადაჭრის მიმართულებით ღონისძიებების დაგეგმვა-გახორციელება.“

ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნის თაობაზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე ვანო გოგოლაშვილი ასეთ კომენტარს აკეთებს:“შავაძეების ოჯახის გეგმიური გადამოწმებისას, კანონით გათვალისწინებული აგენტის  3 ვიზიტის შედეგად ვერ მოხდა მისი ოჯახის წევრებთან შეხვედრა და დაიწერა ოქმი. ამის შემდეგ შესაძლებელი იყო განცხადება დაეწერა და ხელმეორედ გადამოწმდებოდა, მაგრამ ვინ არ ჩავრიეთ და სოციალურში განცხადების დასაწერად ვეღარ მოვიყვანეთ.

რაც შეეხება შშმ პირის სტატუსს, ეს რეგულირების სააგენტოს საკითხია; მოხდა მისი გადამოწმება ჯანდაცვის კუთხით და I ჯგუფიდან გადაიყვანეს II ჯგუფზე. შესაბამისად, 180 ლარის ნაცვლად, ეძლევა 100 ლარი“.

განათლების და მეცნიერების სამინისტროში, შავაძეების საქმესთან დაკავშირებით, შემდეგი სახის კომენტარი გააკეთეს: “მოქალაქე ამირან შავაძის არასრულწლოვანი შვილების უფლებების დარღვევის თაობაზე,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველივე დღიდან საქმის კურსშია და მას შემდეგ, სამინისტრო არსებული პრობლემის გადაჭრას ცდილობს. შესაბამისად, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნულზე აქტიურად მუშაობდა როგორც მანდატურის სამსახური, ასევე, მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, ოზურგეთის რესურსცენტრი, სკოლის დირექცია და ა.შ. მათ შორის, საკითხში ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ი სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.  

მოგახსენებთ, რომ ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და სოფელ ნასაკირალის საჯარო სკოლამ (სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები), სადაც ამირან შავაძის არასრულწლოვანი შვილები სწავლობენ, ყველა ღონისძიებას მიმართეს. კერძოდ, მათი მხრიდან შავაძეების ოჯახში არაერთი ვიზიტი გახორციელდა, მათ შორის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგთან ერთად. შავაძეებთან იმყოფებოდნენ ასევე სოფელ ნასაკირალის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, კლასის დამრიგებლები და მასწავლებლები, რომლებმაც მშობლებსა და ბავშვებს აუხსნეს მათი ხანგრძლივი იზოლაციის მოსალოდნელ შედეგებზე, თუმცა ზემოაღნიშნულმა ვიზიტმა შედეგი ვერ გამოიღო.

მოქალაქე ამირან შავაძეს გაეგზავნა შეტყობინება, რომ 90 სასწავლო დღის განმავლობაში გამოუცხადებლობის გამო, მის შვილებს შეუჩერდებოდათ მოსწავლის სტატუსი. თუმცა, მიუხედავად შეტყობინებისა, ბავშვების გაშვება სკოლაში მაინც არ მოხდა, რის გამოც, მის ოთხ შვილს, კანონის შესაბამისად, 2017 წლის 8 თებერვალს შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი.

2017 წლის 2 მარტს, დირექტორის მოადგილე ამირან შავაძის ოჯახში მე-3, მე-7 და მე-9 კლასების დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდა, რადგან აღნიშნულ დღეს იწურებოდა ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების რეგისტრაციის ვადა. თუმცა, ამირან შავაძემ უარი განაცხადა შვილების ექსტერნატის გამოცდებზე დარეგისტრირებაზე. უარი განაცხადეს ასევე მოსწავლეებმაც, რომელთაგან ერთ-ერთი აგრესიას გამოხატავდა მასწავლებლების მიმართ, დაჟინებით მოითხოვდა აღნიშნულ საკითხზე აღარ შეეწუხებინათ მისი ოჯახის წევრები, რის გამოც პედაგოგებმა დატოვეს შავაძეების ოჯახი.

“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა; შესაბამისად,  თუ მოსწავლეები დაუბრუნდებიან სკოლას, მათ ჩაუტარდებათ დამატებითი ინდივიდუალური გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სტანდარტისა და საგნობრივი პროგრამის დასაძლევად.“

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სამართლებრივი კუთხით სწავლობს მოცემულ საქმეს. ოჯახმა ორგანიზაციას მიაწოდა ყველა დოკუმენტი – ოფიციალური მიმოწერა, ვიდეომასალა. ორგანიზაციის იურისტები შეეცდებიან ნეიტრალური პოზიციიდან შეაფასონ მოცემულ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არსებული დაძაბული და არასათანადო პირობების შესახებ ორი წლის განმავლობაში ინფორმირებული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება და ორგანო, მათ შორის, განათლების სამინისტრო, სამხარეო საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი, მიუხედავად აღნიშნული ორგანოების მიერ წლების განმავლობაში მიმდინარე მოკვლევისა და მცდელობისა, არასრულწლოვნებს ვერ აღუდგათ დარღვეული უფლება და ისინი კვლავ მოკლებულნი არიან განათლების მიღების შესაძლებლობას, შესაბამისად დარღვეულია მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული და გარანტირებული უფლებები – მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციაში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

_ განათლების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის აღიარებული, ხოლო უშუალოდ ბავშვთა განათლების ფუნამენტურ უფლებაზე საუბრობს „გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია“, რომელთან შეერთებითაც, საქართველომ აიღო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს ვალდებულება გამოიხატება მის მიერ ყველა შესაძლო გზის გამოყენებაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს თითოეული ბავშვის განათლების უფლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და უფასო, სავალდებულო დაწყებითი განათლება.

ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების ჩართულობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ბავშვების განათლების უფლების ხელმისაწვდომობის აღდგენა, ცალსახად მიუთითებს სახელმწიფოს არაეფექტურობასა და არასათანადო მიდგომებზე აღნიშნული პრობლემის მიმართ. სახელმწიფოს ვალდებულება, პატივი სცეს, დაიცვას და შეასრულოს განათლების უფლება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ სრულდება. მაშასადამე, ერთი მხრივ, საქართველო აღიარებს განათლების უფლებას, როგორც ბავშვის ფუნდამენტურ უფლებას, თუმცა მეორე მხრივ, მას არ გააჩნია სათანადო ინსტრუმენტი, აღიარებული უფლების დარღვევის შემთხვევებში რეაგირებისა და დაცვისთვის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ბავშვების განათლების უფლების დარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფოს ეკისრება,“ _ გვითხრეს არასამთავრობო ორგანიზაციაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

12:17; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

11:27; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:07; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

09:48; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16 სექტემბერი, 2026

გიორგი როყვა ნაპოვნია

სასკოლო სახელმძღვანელოებში შინაარსობრივი ცვლილებები შევა _ მარიამ ჯაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

12:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17.09.2026
საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

11:27; 17.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:07; 17.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11:01; 17.09.2026
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:13; 17.09.2026
პოლიტიკა

,,თუ ,,პატრიოტთა ალიანსისა” და ღარიბაშვილის ერთობა შედგება, ეს დიდ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე” – ირმა ინაშვილი

9:58; 17.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

9:48; 17.09.2026
საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო