ინგლისურ ვუსტერში მცხოვრები ფერმერის, ანეტ ედვარდსის გოლიათი ბოცვერი “დარიუსი” შარშანდლიდან მხოლოდ 2,5 სმ-ით გაიზარდა.
გინესის მიხედვით, ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონის წოდების შესანარჩუნებლად – ამჟამად იწონის 22 კგ-ს, სიგრძით კი 130 სმ-ია.
დარიუსი 5 წლის წინანდელი ჩემპიონი ბოცვრის, “ემის” შვილიშვილია. ანეტის თქმით, ბოცვრებს განსაკუთრებულს არაფერს აჭმევს და მისი “საიდუმლო” მხოლოდ… მოფერებაა!