სტამბოლში პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 82 ადამიანი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას VESTNIKKAVKAZA ავრცელებს.
სტამბოლის პოლიციის განცხადებით, დაკავებულები სირიაში „ისლამური სახელმწიფოში“ გასაწევრიანებლად სირიაში აპირებდნენ წასვლას.
როგორც ცნობილია, დაკავებულებიდან თურქეთის მოქალაქეები არ არიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, სტამბოლის პოლიცია დიდი ხანია „ისლამურ სახელმწიფოს“ თავდასხმების შესაჩერებელ კამპანიაშია ჩართული.
ამ მიზნით პოლიციამ აგვისტოს შემდეგ 100-ზე მეტი ოპერაცია განახორციელა და 1000-მდე ეჭვმიტანილი დააკავა.