დაბა ოჩხამურში სტიქიით შედეგად დაზარალებულ 8 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდებათ. დღეს დაზარალებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე შეხვდა და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.
საერთო საცხოვრებელი სიძველის გამო ამორტიზირებული იყო, რომლის მდგომარეობაც მიმდინარე წლის აპრილის თვეში ქარიშხლის შედეგად დამძიმდა.
ამ ეტაპისთვის დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად ორსართულიან შენობაში ჩაისმება კარ-ფანჯრები, დამონტაჟდება კომუნალური გაყვანილობები და გარემონტდება საცხოვრებელი ფართები, ასევე შენობა ახალითუნუქით გადაიხურება.
პროექტის განსახორცილებლად 265 ათასამდე ლარი დაიხარჯება. (R)