ვებგვერდმა Cancun.com-მა ვაკანსია გამოაქვეყნა – “კანკუნის თავგადასავლების დირექტორი” (CEO). ადამიანმა, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს, 6 თვის განმავლობაში მექსიკურ კურორტ კანკუნაზე დრო უნდა გაატაროს. ხელფასი თვეში 10 ათასი დოლარი იქნება.
კანკუნის “დირექტორმა” უნდა გამოიკვლიოს საინტერესო ადგილები და მათ შესახებ სოციალურ ქსელებსა და Cancun.com-ის ბლოგზე წეროს, მათ შორის, უნდა გადაიღოს ფოტოები და ვიდეოები. მაგალითად, მას მოუწევს პირამიდაზე ასვლა, რომელიც 3 ათასი წლის წინ გააშენეს ან იცუროს დელფინებთან ერთად.
ვაკანსიაში წერია, რომ CEO უფასოდ იცხოვრებს “კურორტის დიდებულ სასტუმროში”. მოთხოვნის გაგზავნის ვადა დეკემბრის შუა რიცხვებში ამოიწურება. ანკეტაში საჭიროა მიუთითოთ თქვენი სოციალური ქსელების ბმულები და გადაიღოთ მოკლე ვიდეო საკუთარი თავის შესახებ.
2018 წლის იანვარში შეარჩევენ 50 საუკეთესო გზავნილს. საბოლოოდ კი 5 ფინალისტს გამოარჩევენ – ისინი კანკუნზე გამარჯვებულის გამოსავლენად გაემგზავრებიან. მუშაობა 2018 წლის მარტიდან აგვისტომდე გაგრძელდება.
ვაკანსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
imedinews.ge