ხვალ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მერის პოზიციაზე კენჭისყრა ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში – ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში შედგება.
12 ნოემბერსვე უფლებამოსილების შესრულებას 58 უკვე არჩეული მერი დაიწყებს, რაც შეეხება დედაქალაქის საკრებულოს, პირველი სხდომის თარიღად ცესკომ 14 ნოემბერი განსაზღვრა.