ძუ თეთრი დათვი ეიჯი უკვე ნამდვილი ვარსკვლავია. თავის დროზე ანსამბლ “მეტალიკის” კლიპში გადაიღეს, შემდეგ ფილმ “ალასკაში” ითამაშა “მთავარი როლი”, ბოლოს კი კომპანია “ნისანის” რეკლამაში გამოჩნდა, სადაც ეიჯი და მისი პატრონი მარკ დიუმა დაუჯერებელ რამეებს სჩადიან.
უზარმაზარი დათვი მარკს გამორჩეული სინაზით ეპყრობა და ხახაში თავის ჩაყოფის უფლებასაც კი აძლევს. მარკმა ის პატარაობიდან გამოზარდა და მას შემდეგ სულ ერთად არიან. ეიჯი ისე მიეჩვია დიუმას ლოგინში ძილს, რომ არაფრით ტოვებს მის საწოლს და პატრონთან ჩახუტებულს სძინავს.
თეთრი დათვი ხმელეთის ბინადარი ყველაზე დიდი მტაცებელია, მისი სხეულის სიგრძე 3 მ-ს, წონა კი 1 ტონას აღწევს. მართალია, მოზარდი ეიჯი ჯერ “სულ რაღაც” 400 კგ-ს იწონის, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერია…
“თეთრი დათვის თანდასწრებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიქცე, რათა მხეცის ინსტინქტი არ გაეღვიძოს, თანაც მაინც ვერსად დაემალები, – ამბობს დიუმა, -“ეიჯის მადლობელი ვარ, “მან უფრო გამბედავი და კეთილი გამხადა…”