უძველესი დროიდან ცნობილია დინდგელის (პროპოლისის) ანტიმიკრობული სამკურნალო თვისებები: ამაღლებს იმუნიტეტს, წმენდს უჯრედებს, აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს, ასტიმულირებს ფაგოციტების (შთანმთქავი უჯრედების) და ააქტიურებს ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების) ფუნქციას, აუმჯობესებს ალბუმინებისა და გლობულინების თანაფარდობას.
დინდგელი ოქროსფერ სტაფილოკოკს, რომელსაც ვერ ერევა უახლესი ანტიბიოტიკებიც კი, ანადგურებს, დამღუპველად მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზე. გრიპის ეპიდემიის დროს საკმარისია კვირაში 2-ჯერ დაღეჭოთ დინდგელის ძალიან პატარა ბურთულა, ყელის ტკივილის დროს კი ძილის წინ 2-3 ც (დილით თავს კარგად იგრძნობთ). დინდგელი აძლიერებს დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას და
ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.
ანტიბიოტიკოთერაპიის დროს დინდგელის გამოყენება – სათანადო ეფექტის შენარჩუნებით, ორჯერ ამცირებს მედიკამენტების დოზას.