ვერცხლისფერმა კია CMC 130-მა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ეზო დატოვა. მძღოლთან ერთად მანქანით გავიდა პიროვნება, რომელიც, როგორც მან განაცხადა, იყო ცესკო-ს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.
საოლქოს ეზოში გამოჩნდა და მაშინვე წავიდა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშილმა.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, რატომ იმყოფებოდა ცესკო-ს მდივანი ასეთ დროს საარჩევნო კომისიის უკანა ეზოში, გვიპასუხა: „რას ქვია, რა მინდა, ქვეყანაში არჩევნებია და აბა სად უნდა ვიყო“, _ გვითხრა ცესკო-ს მდივანმა და ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ეზო დატოვა.