თბილისის მერიის პრესსამსახურს მანანა თოქმაჯიშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ჩვენთან საუბრისას თოქმაჯიშვილმაც დაადასტურა.
მანანა თოქმაჯიშვილი ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების დროს პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახურის უფროსი იყო.
მანანა თოქმაჯიშვილი იყო პროგრამა “ალიონის” რეპორტიორი, რადიო “იმედის” წამყვანი, ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის თანამშრომელი 2011-2012 წლებში, შემდეგ მისი პრესსპიკერი,.
2013 წლიდან პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მრჩეველი იყო.