12 ნოემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე რეგიონული ლიგის 26-ე ტურის მატჩები გაიმართა.
ჩემპიონატის ლიდერმა ჩოხატაურის ”ბახმარომ” საკუთარ მოედანზე ხონის ”იმერეთის” მეორე გუნდს უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა, გამარჯვებული გუნდიდან დუბლით გამოირჩნენ კვერენჩხილაძე და შარაშენიძე, თითო გოლი კი ქურდობაძის და ჟღენტის ანგარიშზეა.
”ბახმაროს” მდევრები, ხელვაჩაურის ”მაჭახელა” და ”ლესიჭინე” ერთმანეთს 2:2 დაუზავდნენ, შესაბამისად, ლიდერთან ჩამორჩენა 7 ქულამდე გაიზარდა და მისი დაწევის შანსი დარჩენილ 2 ტურში აღარ აქვთ. აღსანიშნავია რომ ჩოხატაურლებისთვის ეს ისტორიული შედეგია, “ბახმარომ” პირველად მოიპოვა ოქროს მედლები.
მომდევნო საშინაო მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 22 ნოემბერს გაიმართება ლესიჭინეს წინააღმდეგ.
მასპინძელთა გუნდი შეეცდება კიდევ ერთი რეკორდის დამყარებას _ ბახმაროს ჯერ საშინაო თამაში არ წაუგია. ამავე დღეს დაგეგმილია დაჯილდოების ცერემონიალი.