პრემიერის მიერ გახორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმიანება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დადებითად აფასებს სამთავრობო გუნდის ცვლილებებს.
,,მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებია კულტურის, განათლების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც შეეხება ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, მიგვაჩნია, რომ ისინი კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოს მთავრობის საქმიანობას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად გახორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე პოზიტიურად აისახოს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ მინისტრების პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატურებს, წარმატებას ვუსურვებთ მათ, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.