ჩემი ახლობლის პირველკლასელი შვილი ძალიან ცელქი ბიჭია, _ წერს რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. _ სკოლაში, როგორც ადრე იტყოდნენ, უდისციპლინოდ იქცევა და ვერ აჩერებენ ერთ ადგილზე. მშობლებმა ხან ასე დაუყვავეს, ხან ისე დაარიგეს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს დედამისმა, იქნებ დაშინებამ გაჭრასო და ზეგარდმო ავტორიტეტი მოიშველია: ხომ არ გგონია ასე ადვილად ჩაივლის სკოლაში შენი უწესო ქცევა? იცოდე, ღმერთი ყველაფერს ხედავსო. ბავშვი კი პასუხობს: “ღმერთი ხედავს, მაგრამ შენ ხომ ვერ ხედავ?”
Developed By Web Features 2024 © All rights reserved