იტალიელი კონდიტერი მირკო დელა ვეჩია აქამდე გინესის ორი რეკორდის მფლობელი იყო: ყველაზე მაღალი შოკოლადის ქანდაკებისა და ყველაზე მაღალი ნაყინის.
ამიერიდან კი მესამე რეკორდიც მას ეკუთვნის – მისი შოკოლადის ფილა ყველაზე გრძელია!
არადა, მოხერხებული რეკორდსმენის 15 მ სიგრძის ფილა სულ რაღაც 6,8 კგ-ს იწონის, მაშინ როცა ჩიკაგოს შოკოლადის ქარხნის სარეკორდო “ყველაზე დიდი ფილა” წონით ერთი ტონაა, თუმცა სიგრძით – მხოლოდ 7 მ-ია.