მჯერა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება ლარის კურსის მერყეობა და ეს არ იქონიებს გავლენას ამბულატორული მედიკამენტების ფასებზე, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეს გარდაუვალი იქნება, ეროვნულმა ბანკმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ გამოიყენებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რათა ეს გადახრა დაბალანსდეს.
„მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სტაციონარში პაციენტის მკურნალობისათვის, იფარება სახელმწიფო პროგრამებით. მედიკამენტებს, რომელიც გამოიყენება გადაუდებელ ამბულატორიაში, ასევე სახელმწიფო ანაზღაურებს. ყველაზე მტკივნეული მოსახლეობისთვის ყოველთვის იყო ის მედიკამენტები, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებების გარეთ მოიხმარენ, ანუ გეგმიური ამბოლატორიული მედიკამენტები. ამ მხრივ ჩვენ პირველ ივლისს დავიწყეთ პროგრამა, რომლითაც იფარება 100 ათას ქულაზე ნაკლების მქონეთათვის მედიკამენტები. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, რა თქმა უნდა მათთვისაც მგრძნობიარეა ეს საკითხი. მჯერა, რომ დიდი ხნის განვალობაში არ გაგრძელდება ლარის კურსის მერყეობა და არ იქონიებს გავლენას ამბოლატორიული მედიკამენტების ფასებზე. თუ კი ეს ასე მოხდა, ეროვნულმა ბანკმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ გამოიყენებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რათა ეს გადახრა დაბალანსდეს“, _ აღნიშნა სერგეენკომ.