ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. ძლიერი ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს, თუმცა მოხუცის გადარჩენა, რომელიც მარტო ცხოვრობდა ვერ შეძლეს.
_ დიდი ხანია ელექტროენერგია გამორთული ჰქონდა. არ იყენებდა. ცეცხლი, სავარაუდოდ, ღუმელის დანთებისას გაჩნდა, _ ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.