ჩოხატაურის მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბექა გამდლიშვილი აირჩიეს.
გამდლიშვილი პარტიული სიის მეორე ნომერი და „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია.
უმრავლესობის დეპუტატების გადაწყვეტილებით, გამდლიშვილის მოადგილე დავით შარაშიძე იქნება, ხოლო მდივანი კლოდი მდინარაძე.