„გილოცავთ. იმდენად წარმატებული ყოფილიყვეს თქვენი წარმომადგენლობით ორგანოში მოღვაწეობის წლები, რომ ჩოხატაურელთათვის შეუცვლელი რჩეული ყოფილიყავით“ _ ასე იწყება ცისფერ ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტი, რომელსაც ხელს საკრებულოს აპარატი აწერს და რომელიც მეოთხე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს მაგიდაზე დახვდათ.
„ერთგულად გეზიდოთ ტვირთი რჩეულისა, რათა იგი თქვენი მეობის ნათელსაყუდარს, თქვენი მეობის ყველაზე მაღალგუმბათოვან ტაძარს _ ჩოხატაურს და ჩოხატაურლებს ნათელ კვალად დააჩნდეს.
ცხოვრების ბოლომდე, დიახ, ცხოვრების ბოლომდე, ოჯახისა და ქვეყნის ვარგებულ შვილად დარჩენას გისურვებთ ძვირფასო ქალბატონო, ბატონო.
ღმერთი გიმართავდეთ ხელს სასიკეთო საქმეთა აღსრულებაში“ _ აღნიშნულია გზავნილში.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ჩოხატაურის მეოთხე მოწვევის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის თავმჯდომარედ ზაალ მამალაძე აირჩიეს.