დღეს ოზურგეთში ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომლის ორგანიზატორი “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებული ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის წევრები იყვნენ.
ამ დღის აღსანიშნავად მოეწყო ტრადიციადქცეული მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ლოზუნგით შეახსენეს საზოგადოებას ბავშვთა უფლებები და მოუწოდეს მათ: ,,არა ძალადობას!“ულების შემდეგ ,,კაფე რვას+1“–ში მოეწყო დისკუსია _ „ბავშვები ძალადობის გარეშე!“.
დისკუსიაზე ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მხატვრული ფილმიდან „მატილდა“ (რეჟისორი დენი დევიტო. 1996 წელი), რომლის საფუძველზეც მოზარდებმა იმსჯელეს ოჯახსა და სკოლაში არსებული ძალადობის ფორმების, გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის შესახებ.