ინტერნეტ გიგანტი ,,Google“ მუშაობას იწყებს ახალ ტექნიკურ გადაწყვეტაზე, რომელიც შეამცირებს RT და Sputnik- ის რეიტინგებს. ამის შესახებ ინფორმაციას დოიჩე ველე(DW) ავრცელებს.
Google- ის შვილობილი კომპანია ,, Alphabet“ -ს აღმასრულებელი დირექტორის ერიკ შმიდტის განმარტებით, ინტერნეტ-ჯგუფი ეძებს გზას, რუსული პროპაგანდის რეიტინგის შესამცირებლად. ძირითადად RT- ს და Sputnik- ის საინფორმაციო გამოშვებების.
მისივე განცხადებით, რუსული პროპაგანდისტული ადგილები, ძირითადად, Google- ში ინფორმაციის ძიებისას ჩნდება.
“კომპანიამ კარგად იცის რუსული პროპაგანდისტული ადგილები, GOOGLE-ს სისტემაში, ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ტექნიკურ გადაწყვეტას, რომელიც ხელს შეუშლის მის გავრცელებას“, _ განაცხადა კალიფორნიის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე ერიკ შმიდტმა.