თემქაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის გოგონაც ემსხვერპლა.
მომდარის შედეგად სულ სამი პირი დაშავდა, რამდენიმე საათის წინ კი არასრულწლოვანი გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს თემქის მე-11 მიკრო რაიონში მოხდა.ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი კი ამოტრიალდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.