გუშინ, საღამოს ამოვარდნილი ძლიერი ქარის შედეგად, შუქი ჩაქრა და ამ დრომდე არ მიეწოდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთს. ქარს მალე წვიმა მოჰყვა. შუქი არაერთგან გამოირთო, თუმცა, როგორ ენერგო-პრო ჯორჯიას ოზურგეთის სერვიცენტრიდან გვატყობინებენ, ყველგან აღდგა, გარდა ჭანიეთისა.
_ ჭანიეთს ელექტროენერგია არ მიეწოდება იმის გამო, რომ ხაზია გაწყვეტილი. ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენლები მუშაობენ და ერთ საათში სოფელს დენის მიწოდება აღუდგება, _ გვითხრეს სერვისცენტრში.